სუპერლიგა. XII ტური

ენერჯი ინვესტის პირველი წაგებასენსაციების დღე ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში
თბილავიამშენი – დინამო 76:8918:28, 17:23, 12:19, 29:19თბილავიამშენი: ნიკოლაძე (14 ქ. 3 პ), მათიაშვილი (14 ქ. 5 მ), ხოშტარია (13 ქ. 6 მ. 4 პ. 3 ჩ), ტუღუში (12 ქ. 8 მ. 6 პ), მინაშვილი (7 ქ).დინამო: გულისაბედაშვილი (24 ქ. 4 მ), ლაფანაშვილი (19 ქ. 5 მ. 3 პ), ჟღენტი (15 ქ. 7 პ. 3 ჩ), ათანელიშვილი (13 ქ. 12 მ), ახალკაცი (9 ქ).
ტური პირველივე შეხვედრაში სენსაციით დაიწყო. “დინამოსთან” შეხვედრამდე “თბილავიამშენს” ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 9 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, თუმცა ზაზა ცაგარეიშვილის მოტივირებულ გუნდთან ფავორიტს თამაში თავიდანვე არ წაუვიდა და შეხვედრა “დინამოს” სრულიად დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულთა შორის გიორგი გულისაბედაშვილმა ამ სეზონში ტავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – მან თამაშიდან 12/10 სროლა შეასრულა ზუსტად.
ენერჯი ინვესტი – თსუ 76:7820:18, 26:24, 12:14, 18:22ენერჯი ინვესტი: ლეჟავა (15 ქ), სტეფანოვი (13 ქ. 10 მ), ჩიტაშვილი (13 ქ. 4 მ. 3 ჩ), ბოისა (9 ქ. 6 მ. 4 ჩ).თსუ: ფანჩულიძე (16 ქ. 3 ჩ), დ. ბერიშვილი (14 ქ. 2 პ), ბარბაქაძე (13 ქ. 8 მ. 4 ჩ), კეიდია (11 ქ. 2 დ), ხეცურიანი (8 ქ. 6 მ. 3 პ), ტყეშელაშვილი (7 ქ. 7 მ).
ამ შეხვედრამდე დავით უსტიაშვილის “ენერჯი ინვესტს” სუპერლიგის ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მთელი მატჩი დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო. მეოთხე მეოთხედამდე თსუ-ს ფორვარდ დავით ბარბაქაძეს ერთი ქულაც არ ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ უკანასკნელ ათწუთეულში მან 13 ქულა დააგროვა და ძირითადის დასრულებამდე 6 წამით ადრე ჟულივეტ ტუჯანის ხელებს ზემოდან ურთულესი სამქულიანით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. “ენერჯი ინვესტის” ბოლო შეტევაში ანატოლი ბოისამ სამქულიანი ვერ გამოიყენა, ხოლო დამატებაზე კი სერბ იოვან სტეფანოვს არ გაუმართლა და თსუ-მ მეორე პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა.
ვითა – მაკაბი 91:8621:23, 21:11, 23:31, 26:21ვითა: მ. ბერიშვილი (19 ქ), მარკოიშვილი (17 ქ. 8 მ. 3 პ), ბეჟანიშვილი (14 ქ. 8 მ. 5 პ), მარხვაშვილი (17 ქ. 6 პ), გვიმრაძე (12 ქ).მაკაბი: გ. შერმადინი (36 ქ. 14 მ. 4 პ), ი. ბერიშვილი (16 ქ. 5 პ), ს. შერმადინი (15 ქ. 12 მ), კორკოტაძე (10 ქ).

მეორე მეოთხედში მცირე ტრავმა მიიღო “მაკაბის” ლიდერმა გიორგი შერმადინმა, რის გამოც მას 5 წუთით დასვენება მოუხდა. იმ დროისთვის მის ანგარიშზე 14 ქულა იყო. მესამე მეოთხედში შერმადინმა 16 ქულა დააგროვა და მისი გუნდიც წინ გასულ მეტოქეს დაეწია და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო. შეხვედრის მიწურულს კი რამდენიმე მნიშვნელოვანი სამქულიანი დავით გვიმრაძემ გამოიყენა, შორიდან ივარგა “ვიტას” გამთამაშებელმა გიორგი მარხვაშვილმაც და ზურაბ ტომარაძის გუნდმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, რითაც “თბილავიამშენს” გაუტოლდა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 11:1 23 ქულა2. თსუ 8:4 203. თბილავიამშენი 5:7 174. ვითა 5:7 175. დინამო 4:8 166. მაკაბი 3:9 15
ტურის საუკეთესო მოთამაშე – დავით ბარბაქაძე (თსუ): 24 წუთი, 13 ქულა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 4 პერსონალური შენიშვნა, 2 შეცდომა.
სიმბოლური ხუთეული: გიორგი მარხვაშვილი (ვითა), გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო), დავით ბარბაქაძე (თსუ), იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი), გიორგი შერმადინი (მაკაბი).