სუპერლიგა. XXV ტური

თბილავიამშენს ნიკოლაძემ მოაგებინა
დინამო – მაკაბი 124:9031:20, 33:17, 26:20, 34:33
დინამო: ათანელიშვილი (30 ქ. 10 . 2 ჩ), მაისურაძე (25 ქ. 7 მ. 2 ჩ), წერეთელი (15 ქ. 5 მ. 4 პ), სანიკიძე (14 ქ. 8 მ. 2 ჩ), ახალკაცი (13 ქ), ფაიქრიძე (10 ქ).მაკაბი: ს. შერმადინი (25 ქ. 16 მ. 2 დ), კორკოტაძე (13 ქ), ახმედიანი (11), იოსელიანი (11 ქ), კოღუაშვილი (11 ქ. 5 მ), პირველაშვილი (10 ქ. 9 პ. 7 მ).
“დინამომ” რამდენიმე რეკორდი დაამყარა, ხოლო “მაკაბიში” კი სოსო შერმადინისა და ეპიზოდებში, გიორგი პირველაშვილის გარდა, თამაში არავის წაუვიდა. საბოლოოდ, ზაზა ცაგარეიშვილის გუნდის ლიდერმა, ვიქტორ სანიკიძემ მხოლოდ 12 წუთი დაჰყო მოედანზე, დარჩენილ დროში კი მისმა თანაგუნდელებმა იოლად მიიყვანეს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე. ცაგარეიშვილს არ ჰყოლია კაპიტანი ლექსო ლაფანაშვილი და ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ჟღენტი, რომლებიც გუნდს შემდეგი ტურიდან შეუერთდებიან.
ვითა – თსუ 99:9726:15, 26:27, 14:27, 33:28
ვითა: მ. ბერიშვილი (25 ქ. 7 მ. 4 პ), ბეჟანიშვილი (19 ქ. 9 მ. 7 პ. 2 დ), ლ. ნოზაძე (15 ქ), წივწივაძე (11 ქ), გვიმარძე (10 ქ).თსუ: კეიდია (28 ქ. 6 მ), ფანჩულიძე (21 ქ. 5 პ. 3 ჩ), დ. ბერიშვილი (16 ქ. 7 მ), ბარბაქაძე (11 ქ. 12 მ. 4 პ. 2 ჩ).
“ვითამ” აღნიშნული მოგებით, პრინციპულ კონკურენტს გადაასწრო და დიდი ნაბიჯი გადადგა ფლეი ოფისკენ.
ზურაბ ტომარაძის გუნდში ძალიან კარგად ითამაშა ლიდერმა და კაპიტანმა, გამოცდილმა ვლადიმერ ბეჟანიშვილმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა, ხოლო ყველაზე მეტი ქულა კი თავის გუნდში ამჯერადადც მიხეილ ბერიშვილმა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი შესვენების შედეგ, ტომარაძის გუნდში კვლავ გამოჩნდა გამთამაშებელი ბექა წივწივაძე, რომელიც სასტარტოში იდგა, ხოლო გიორგი მარხვაშვილი კი მთვარმა მწვრთნელმა ამჯერად რეზერვში დატოვა.
თსუ-ს არ ჰყოლია კაპიტანი შიო ხეცურიანი, ხოლო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ კი 8 საშუალო სროლიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა.

თბილავიამშენი – ენერჯი ინვესტი 77:7616:27, 24:14, 18:17, 19:18
თბილავიამშენი: მინაშვილი (23 ქ. 8 მ), მათიაშვილი (15 ქ. 11 მ. 4 პ. 2 დ), ნიკოლაძე (14 ქ), ტუღუში (11 ქ. 7 მ. 5 პ. 2 ჩ).ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (15 ქ. 4 მ), ტუჯანი (15 ქ), ჭოჭუა (13 ქ. 2 ჩ), ლეჟავა (12 ქ. 5 ჩ. 3 პ), გამყრელიძე (5 ქ. 11 პ. 2 ჩ).
ტურის და იქნებ, მთელი მეხუთე წრის ცენტრალურ დაპირისპირებაში, ლევან მოსეშვილის “თბილავიამშენმა” ამ რეგულარულში პირველად დაამარცხა “ენერჯი ინვესტი” და მყარად დამკვიდრდა მეორე ადგილზე.
პირველი მეოთხედი სტუმრების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, “ენერჯი ინვესტი” წინ 11 ქულით გავიდა. მეორე ათწუთეულში კი ათამაშდა მასპინძელთა ფორვარდი ვახტანგ მინაშვილი, რომელმაც დიდი შესვენებისთვის თამაშიდან 7/6 სროლა გამოიყენა, მისმა გუნდმა კი მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა (40:41).
 
შეხვედრა დრამატულად ბოლო წამებამდე მიდიოდა, ძირითადის დასრულებამ 1.9 წამით ადრე კი გიორგი ნიკოლაძემ გამარჯვების მომტანი ქულები დააგროვა და ლევან მოსეშვილის გუნდმაც დარჩენილ მცირე დროში ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა. “ენერჯი ინვესტში” ბოლო სროლა გიორგი გამყრელიძემ გააფუჭა.
სატურნირო მდგომარეობა
                    შ   მ  წ  ქ
1. ენერჯი ინვესტი    25  21  4  46  2. თბილავიამშენი     25  15  10 403. ვითა              25  13  12  384. თსუ              25  13  12  385. დინამო            25  10  15  356. მაკაბი            25  4  21  29
საუკეთესო მოთამაშე: ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი) – 34 წუთი, 23 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, 1 შეცდომა, 1 ფოლი.
საუკეთესო ხუთეული: გიორგი ნიკოლაძე (ბილავიამშენი), გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი), რევაზ ათანელიშვილი (დინამო).
XXV ტურის ფაქტები
1. ნოდარ ბერაიამ (თბილავიამშენი) სამი სამქულიანის გამოყენებით მიმდინარე რეგულარულის პირადი რეკორდი დაამყარა. 2. ბერაიას თანაგუნდელი ვახტანგ მინაშვილი მეორედ დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესოთა შორის, წელლს ყველაზე ცოტა ჯამური შეცდომა-ფოლი (1+1) დაუგროვდა. 3. “თბილავიამშენმა” მეოთხედ ამ სეზონში დაასრულა მატჩი 25 და მეტი შეცდომით. 4. “ენერჯი ინვესტი” მოხსნებში 24:44 დამარცხდა “თბილავიამშენთან”. 5. “ვითას” წევღ, გუნდის კაპიტან ვლადიმერ ბეჟანიშვილისთვის 7 ზუსტი პასი საამსეზონო პირადი რეკორდია. 6. მიხეილ ფანჩულიძემ “ვითასთან” შეხვედრის ბოლო ორ წუთში თავის გუნდს, თსუ-ს 9 ქულა შესძინა. 7. ირაკლი კეიდიამ (თსუ) 28 ქულით მიმდინარე რეგულარულის პირადი მიღწევა გააუმჯობესა. 8. თსუ-მ შეტევაში გაკეთებული 22 მოხსნით გუნდური რეკორდი დაამყარა. 9. “მაკაბისთან” მატჩში “დინამოს” რამდენიმე მოთამაშემ პირადი რეკორდები დაამყარეს – გიორგი ნანიტაშვილმა (11 შედეგიანი გადაცემა), ნიკოლოზ წერეთელმა (15 ქულა), რევაზ ათანელიშვილმა (30 ქულა, 5 ზუსტი სამიანი) და დავით მაისურაძემ (25 ქულა).10. და კიდევ ერთი რეკორდი – “მაკაბის” წევრმა გიორგი პირველაშვილმა 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
XXV ტურის ციფრები
ყველაზე…
მეტი ქულა – 30, რევაზ ათანელიშვილი (დინამო).
მეტი მოხსნა – 16, სოსო შერმადინი (მაკაბი).
მეტი პასი – 11, გიორგი ნანიტაშვილი (დინამო), გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი).
მეტი ჩაჭრა – 5, ბესიკ ლეჟავა (ენერჯი ინვესტი).
მეტი დაფარება – 4, ოთხი მოთამაშე.
შეცდომა – 6, რომან ახმედიანი (მაკაბი), გიორგი მარხვაშვილი (ვითა).