სუპერლიგის გათამაშებაში 8 საუკეთესო გამოვლინდა

სუპერლიგის გათამაშებაში 8 საუკეთესო გამოვლინდა

წამახალისებელ გათამაშებაში, რომელსაც სუპერლიგა სპონსორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ატარებს, ფინალური ეტაპი დაიწყო. სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩის – “დინამო” – “ქუთაისის” დაწყებამდე და მისი შესვენებისას ფინალურ ეტაპზე გასული 32 კონკურსანტი ერთმანეთს საჯარიმოს სროლებში შეეჯიბრა.
 

 
ფინალური მატჩის დაწყებამდე გამოვლინდა 16 საუკეთესო, ხოლო მატჩის შესვენებისას ერთმანეთს მერვედფინალური წყვილები შეეჯიბრნენ. შესაბამისად, შეირჩა საუკეთესო 8 კონკურსანტი, ხოლო ვინც მეოთხედფინალში ვერ გავიდა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორისგან – კომპანია”ნატახტარისგან” ერთი შეკვრა ლუდი მიიღო.
8 საუკეთესო ერთმანეთს ხვალ, ფინალური სერიის მეორე მატჩის შესვენებაზე შეეჯიბრება და გამოავლენს იმ 3 იღბლიანს, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ნაკრების გენერალური პარტნიორი „ბორჯომი“ ფინალის 3 საუკეთესო მოთამაშისთვის შემდეგ პრიზებს აწესებს: პირველი ადგილი: ტელევიზორი, მეორე ადგილი – მობილური ტელეფონი, მესამე ადგილი – ფოტოკამერა.
სუპერლიგის გენერალური სპონსორი, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“ პრიზიორებს შესაბამისად 500, 300 და 200 ლარით დააჯილდოვებს.