სუპერლიგის მე-17 ტურის დარჩენილ სამივე მატჩში სტუმრებმა იმარჯვეს

სუპერლიგის მე-17 ტურის დარჩენილ სამივე მატჩში სტუმრებმა იმარჯვეს

გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-16 ტური დღეს დასრულდა. შუა კვირის 2 დღეში ჩატეული ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უფრო ზუსტად, მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. მოულოდნელობაში იგულისხმება ის, რომ ცხრილში უკეთეს პოზიციაზე მყოფმა გუნდებმა თავისზე უარესი შედეგის გუნდებთან შინ წააგეს. 

დღეს გამართულ სამივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს და სამივე შემთხვევაში მასპინძელი ცხრილში მეტოქეზე მაღლა იმყოფებოდა. დავიწყოთ თანმიმდევრობით და თელავში გამართულ მატჩზე ვთქვათ, სადაც საკალათბურთო კლუბმა თელავმა კსუ-კავკასიას უმასპინძლა და უშანსოდ – 72:89 (სტატისტიკა) წააგო. კავკასიელები 6 წაგებითა და 7 მარცხით იყვნენ, ხოლო თელაველებს 8 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდათ. 

თელავს წარუმატებელი პერიოდი უდგას. გუნდმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა, თუმცა მეორე წრეში 5 მატჩიდან ბოლო 4 წააგო და მე-4 ადგილამდე დაქვეითდა. მთლიანობაში კი, დაკარგული ქულებით თელავს 4 გუნდი უსწრებს, კიდევ ორი კი მასთან თანაბარია. კავკასიელებს ეს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, ერთის მხრივ გასავარდნი ზონის სიახლოვეს რომ არ აღმოჩენილიყვნენ და თან პლეი ოფში მოხვედრის შანსები რომ გაეზარდათ.

შემდეგ შეხვედრაში მე-2 ადგილზე მყოფმა მარგვეთმა მე-6 ადგილზე მყოფ ბათუმს ზესტაფონში უმასპინძლა. მასპინძლებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდის მცირედით მოგების შემდეგ, მეორეში უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს. მეორე ნახევარში ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. ბათუმმა ბევრად გამართულად დაიწყო თამაში, რაც შედეგშიც აისახა და მესამე პერიოდის ზუსტად 12 ქულით მოგების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.

ბოლო მეოთხედის წინ ყველაფერი ახლიდან დასაწყები გახდა, თუმცა სხვაობა ის იყო რომ ბათუმი თამაშის ეშხში იყო შესული და აღებული ტემპი არც დასკვნით პერიოდში დააგდო. გიორგი ოჩხიკიძისა და მაირინ ტომასის შედეგიან თამაშს ზესტაფონელებმა ვერაფერი დაუპირისპირდეს. გადამწყვეტი ათწუთეული აჭარულმა კლუბმა 14 ქული მოიგო და საბოლოოდ ამ სხვაობითაც გაიმარჯვა – 103:89 (სტატისტიკა). ამ გამარჯვებით ბათუმი დაკარგული ქულებით ქუთაისსა და თავად მარგვეთს დაეწია. 

დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯახი. თავგანწირული რაში, რომელმაც მეორე წრეში 4-დან 3 მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, რუსთავს ესტუმრა. რუსთაველები გასავარდნ ზონასთან 1 ნაბიჯში იყვნენ და ეს შეხვედრა რომ დაეთმოთ, ამ ზონის შიგნით აღმოჩნდებოდნენ. რაშმა ჩვეული შემართებით ჩაატარა მთელი მატჩი და დასაწყისშივე მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა, ბოლომდე შეინარჩუნა. რუსთაველებს ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება იყო.

საბოლოოდ რაშმა 92:73 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ბოლო 5 მატჩიდან მე-4-ედ იმარჯვა. 5 მოგბითა და 10 მარცხით რაშმა თავი დააღწია გასავარდნ ზონას და იქ რუსთავი “შეუშვა”. სუპერლიგის მე-17 ტური 14, 15 და 16 მარტს 4 ქალაქში გაიმართება.