სუპერლიგის პირველი აქცია!

გუშინ სუპერლიგის პირველი მასობრივი აქცია გაიმართა. კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე რუსთავის “აზოტისა” და თსუ-ს მოთამაშეები მოსახლეობას შაბათის პირველი სათამაშო დღის დასასწრებ ბილეთებს ურიგებდნენ. “აზოტიდან” აქციაში მიიღეს მონაწილეობა ანატოლი ბოისამ, ვახტანგ მინაშვილმა, გიორგი მარკოიშვილმა და კოტე ტუღუშმა, ხოლო თსუ-ს მხრიდან კი ბესიკ ლეჟავამ, დავით არწივიძემ, რიჩარდ მათიაშვილმა და მიხეილ ფანჩულიძემ. აქციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა მომღერლებმა ანრი ჯოხაძემ და ნინამ.