ტაირონ ელისის 20 ქულა

ესპანეთში ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. ტაირონ ელისის “კახასოლი” გასვლაზე “პამესასთან” 79:88 დამარცხდა. თამაშის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 48:30 მოიგეს და დარჩენილ დროში დამაჯერებლად მიიყვანეს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე. რაც შეეხება ელისს, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო “კახასოლში”. საქართველოს ნაკრების წევრმა 32 წუთში 20 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და თამაშიდან 9.6 სროლა გამოიყენა. მის ანგარიშზე ასევე 6/5 ზუსტი საჯარიმო ტყორცნა იყო.

 
კახასოლი: 15 მატჩი, 4:11, XV ადგილი.ტაირონ ელისი: 15 მატჩი (15 სასტარტოში), 12.5 ქულა, 3.2 მოხსნა, 2.8 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.