ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპა წაგებით დაიწყო

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები. B დივიზიონი. 23 ივლისი
შოტლანდია 61:71 საქართველო
 საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის 18–წლამდელთა ჩემპიონატში დღეს ჩაება და სადებიუტო შეხვედრაში დამარცხდა. ჩვენებს ერთით მეტი ქულა რომ ჩაეგდო, სწორედ იმ ანგარიშით წააგებდა, როგორითაც დღეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წააგო – 62:71. სხვაობა მხოლოდ ის იქნებოდა, რომ 20-წლამდელებმა გუშინ ძლიერ პოლონეთთან დათმეს, ხოლო 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან, რომლებიც ტურნირის დებიუტანტებად ითვლებიან. მათ ხომ 18–წლამდელთა ოფიციალურ შეჯიბრებებზე 17 მატჩი აქვთ ჩატარებული და ერთადერთი მოგება მოუპოვებიათ. დღეს მათ მეორედ მოიგეს.ჩვენი ნაკრები ბოლო მეოთხედამდე იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხელი მოეცარათ და დასანანი მარცხი იწვნიეს. მიხეილ კობეშავიძის გუნდში 26 ქულით ბექა ჩიკვილაძ გამოირჩა, მაგრამ ამან ვერ უშველა ქართველებს. მომდევნო მატჩს ჩვენები ზეგ ჰოლანდიასთან ჩაატარებენ.
ჩვენს ჯგუფში დღეს ერთი თამაშიც გაიმართა, რომელშიც ჩერნოგორიამ ჰოლანდიას მოუგო – 90:73.