ტენერიფემ საბერძნეთში კოლოსოსი შერმადინის ლიდერობით გაანადგურა

ტენერიფემ საბერძნეთში კოლოსოსი შერმადინის ლიდერობით გაანადგურა

ფიბა-ს ჩემპიონტა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო ლაგუნა ტენერიფემ, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს. ქართველი ცენტრი საბერძნეთში გამართული მე-2 ტურის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა ტენერიფელებს კოლოსოსთან ულიდერა და იოლი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ტენერიფემ კოლოსოსი 71:47 დაამარცხა, შერმადინმა კი 20:49 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 სროლიდან 8 ჩააგდო. გიორგიმ 2-დან 1 საჯარიმოც ჩააგდო და 17 ქულა მიითვალა, რასაც 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. შერმადინის შემდეგ ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ბრუნო ფიტიპალდოს ჰქონდ, რომელმაც 13 ქულა და 5 მოხსნ მიითვალა.

2 მოგებითა და წაუგებლად ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფს ლიდერობს. მე-3 ტურში ტენერიფე ისევ გასვლაზე, საფრანგეთში ითამაშებს, სადაც 29 ოქტომბერს სენტ კუენტინს შეხვდება.