საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თად მაკფადენი ჩემპიონთა ლიგაშიც საუკეთესოა

თად მაკფადენი ჩემპიონთა ლიგაშიც საუკეთესოა

ფიბა-ს საკალათურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ამერიკელი მოქალაქის, თად მაკფადენის “ტენერიფე იბეროსტარმა” გერმანულ “ტელეკომს” უმასპინძლეს და 87:68 დამარცხეს. ესპანურ კლუბში საუკეთესო საქართველოს ნაკრების წევრი გახლდათ.

მაკფადენი სასტარტო ხუთულში იყო და 21:37 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ესპანური გუნდი B ჯგუფში მე-2 მატჩს 17 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც ფრანგულ “ნანტერს” ესტუმრება.