ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა თად მაკფადენის “ბურგოსი”. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდმა აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. სან პაბლოელებმა ფინალურ მატჩში თურქული “ქარშიაქა” 64:59 დაამარცხეს.
მაკფადენმა გადამწყვეტ შეხვედრაში 13:11 წუთი ითამაშა და 5 ქულა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და პასივში 1 შეცდომა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში გამართული ტურნირის (“რვათა ფინალი”) მეოთხედფინალში მაკფადენმა ებრაულ ჰაპოელ ჰოლონს ასევე 5 ქულა ჩაუგდო, ნახევარფინალში კი, ფრანგულ სტრასბურგთან, ვინც მანამდე ბრძოლას გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე გამოთიშა, 12 ქულა მიითვალა.
ცნობისთვის, 33 წლის მაკფადენი ბურგოსელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს, საქართველოს ნაკრების მაისურით კი ბოლოს გასული წლის ნოემბერში, ევროასკეტის საკვალიფიკაციო ფანჯრის ითამაშა. ფინეთთან შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულა და 10 პასი იყო, შვეიცარიასთან კი – 24 ქულა და 6 პასი.