ლეგენდარული კალათბურთელების სახელობის დარბაზი: „თბილისი არენას“ ახალი ეპოქა იწყება
მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც წლებია ჩვენი ქვეყნის მთავარი საკალათბურთო და სპორტული მოვლენების ეპიცენტრია, ამიერიდან ოფიციალურად „ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე“ ერქმევა. ორი უდიდესი ქართველი კალათბურთელის უკვდავსაყოფად გამართულ სიმბოლურ ღონისძიებაზე დარბაზი საზეიმოდ მათმა შვილებმა — ნოდარ ქორქიამ და კოკა ჯორჯიკიამ გახსნეს.
ჩვენი სპორტული მემკვიდრეობისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ასევე მთავრობისა და სპორტის სამინისტროს მყარი თანადგომით გადაიდგა. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი იმ ორ ფენომენალურ სპორტსმენს, რომელთა მიღწევებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული კალათბურთის დიდებას:
-
ოთარ ქორქია
-
ევროპის ჩემპიონი – 1947, 1951, 1953
-
ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის რანგში – 1962
-
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 1952 (ჰელსინკი)
-
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – 1950, 1953, 1954
-
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1949, 1950
-
საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატი – 1950
-
მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი – 1949, 1951
-
საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი 1953-1955 წ.წ.
-
საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998)
-
საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი – 1967
-
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით და ღირსების ორდენით
ნოდარ ჯორჯიკია
-
ევროპის ჩემპიონი – 1947
-
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – 1944, 1946, 1950, 1953, 1954
-
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1950, 1951
-
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი 1952
-
მსოფლიო სტუდენტური თამაშების ოქროს მედალი – 1949
-
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი
-
წითელი ვარსკვლავის ორდენის მფლობელი
-
საპატიო ნიშნის ორდენის მფლობელი
-
საქართველო ღირსების ორდენის კავალერი – 1996
-
საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატი
ეს ორი ლეგენდა ქართული სპორტის ნამდვილ საყრდენს წარმოადგენს. ამიერიდან კი, მათი სახელები არა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში, არამედ იმ მთავარი არენის აბრაზეც იბრწყინებს, სადაც მომავალი თაობები ახალ საკალათბურთო მწვერვალებს დაიპყრობენ.