თორნიკე შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს საშინაო მარცხი ფენერბაჰჩესთან

თორნიკე შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს საშინაო მარცხი ფენერბაჰჩესთან

რაც ტრავმა მოიშუშა, თორნიკე შენგელიამ მეორე მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა 3 დღის წინ, “ტარტუსთან” VTB ლიგაში ითამაშა და 24 ქულა მოაგროვა, ამჯერად კი მისმა ცსკა-მ ევროლიგაში ითამაშა და თურქულ “ფენერბაჰჩესთან შინაურ” კედლებში 82:91 დამარცხდა.  

გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის მიწურულს ნანდო დე კოლოს მიერ ჩაგდებული ორი სამქულიანი, რომლის შემდეგაც ცსკა-ს თამაშის შემოსატრიალებლად არც დრო დარჩა და არც რესურსი. დე კოლომ მატჩი 18 ქულით დაასრულა.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 10 ქულა, 3 პასი, თითო მოხსნა-ჩაჭრათოკომ 4-4 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და 2-2 ჩააგდო.

ცსკა-ს ევროლიგაზე 8 მატჩიდან 4 აქვს მოგებული. უახლოეს შეხვედრას ვითიბი ლიგაზე 7 ნოემბერს „უნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.