თორნიკე შენგელიას “პეპინსტერმა” ბელგიაში მორიგი გამარჯვება იზეიმა

თორნიკე შენგელიას “პეპინსტერმა” ბელგიაში მორიგი გამარჯვება იზეიმა

თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“ ბელგიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ვერვიერსელებმა ცხრილში მე–5 ადგილზე მყოფ „ანტვერპენს“ უმასპინძლეს და 82:71 დაამარცხეს.
 
19 წლის ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა და მოედანი 2 ქულით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. შენგელიამ ერთადერთხელ, ისიც წარმატებით შუტია ანტვერპენელთა კალათს. მის გუნდში საუკეთესო კი ამერიკელი რაშან ფრიმენი გახლდათ 28 ქულით.
 
„პეპინსტერს“ 26 თამაშიდან 9 გამარჯვება აქვს და მე–6 ადგილზე იმყოფება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 10 ტური რჩება.