„ვირტუს ბოლონია“ მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ გაიყვანა, მან თანამდებობაზე სერჯო სკარიოლო შეცვალა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო გაუშვეს.
„მილანოსთან“ შეხვედრის პირველი ტაიმი „ვირტუს ბოლონიამ“ 2 ქულით მოიგო. მესამე მეოთხედში შენგელიას გუნდმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო თანაბარი გადამწყვეტი მეოთხედის ფონზე, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა. შენგელიამ 6 დან 3 ორქულიანი და 4 დან 1 სამქულიანი გამოიყენა. ბოლონიელთა მხრიდან მოედანზე საუკეთესო მარკო ბელინელი იყო 15 ქულით.
იტალიის სუპერთასის ფინალში „ვირტუსი“ „ბრეშას“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ტორტონას“ მოუგო. მატჩი დღეს, 24 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.