თსუ-მ მოიგო, სტუ გალიდერდა

თსუ-მ მოიგო, სტუ გალიდერდა

დასრულდა 20 -წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრები, რომელიც
ვაკეში მდებარე ,,აკადემიის” დარბაზში გაიმართა. 
თსუ-მ რუსთავს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 110:74 დაამარცხა.

გამარჯვებულთა
რიგებში 23 ქულით ზურაბ მაისურაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი დავით დეკანოიძემ(20ქ.17მ)
და სოსო ლეჟავამ(12ქ.10პ) მიითვალეს. ,,რუსთავის” 
შემადგენლობაში კი საუკეთესო 17 ქულით გაგა არაბული გახლდათ. რაც შეეხება ტურის
დასკვნით შეხვედრას,  სტუ-მ ,,ქუთაისს” უმასპინძლა
და დაძაბულ ბრძოლაში 77:72 იმარჯვა. ,,ტექნიკოსთა” რიგებში 28 ქულით ბექა ჩიკვილაძე
გამოირჩა, ხოლო ქუთაისელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლის ავტორი ერთბაშად ორი კალათბურთელი
გახდა: ავთო ლომინაშვილი(19ქ.19მ) და ნოდარ მესხი(11ქ.10მ). შეგახსენებთ, რომ დღის
პირველი შეხვედრაში ,,სოხუმმა” ,,მაკაბი” ანგარიშით 100:65 დაამარცხა.