თურქები: ზაზა ფაჩულია”ბეშიქთაშში” ითამაშებს

თურქები: ზაზა ფაჩულია”ბეშიქთაშში” ითამაშებს

ითამაშებს ზაზა ფაჩულია სტამბოლის „ბეშიქთაშში“? ეს კითხვა იმიტომ დავსვით, რომ გუშინ თურქული საინფორმაციო სააგენტოები ამის შესახებ ალაპარაკდნენ. თურქების განცხადებით, „ბეშიქთაშმა“ უკვე გააფორმა კონტრაქტი „ნიუ ჯერსის“ სუპერვარსკვლავ დრონ უილიამსთან, ხოლო „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრ ზაზა ფაჩულიას ყველაფერზე მოელაპარაკა და ქართვლიც ლოკაუტის შემთხვევაში სტამბოლში ითამაშებსო.
 

 
ყველაფერი ეს კი სწორედ ლოკაუტს უკავშირდება: ნბა–ში ლოკაუტი 30 ივნისს დაიწყო. სწორედ ამ დღეს ამოეწურა იმ ხელშეკრულებას ვადა, რის საფუძველზეც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია და მოთამაშეთეთა პროფკავშირული გაერთიანება ურთიერთობდნენ. ახალი ხელშეკრულება ფინანსურ შეუთანხმებლობის გამო ვერ გაფორმდა და შესაბამისად, სეზონი ჩაშლის პირასაა მისული. არც წინასასეზონო კემპები იმართბა და ახალ კონტრაქტებსაც ვერავინ აფორმბს. ნბა სრულად პარალიზებულია, სანამ ზემოთ ნახსენები ხელშეკრულება არ განახლდება.
 
ასეთ სიტუაციაში, გააქტიურდა თურქული „ბეშიქთაში“, რომლის მწვრთნელი ერგინ ატამანი პრესასთან აცხადებს, რომ უილიამსი უკვე ბეშიქთაშელია, ხოლო ფაჩულიასთან კონტრაქტის გაქორმებაც გადაწყვეტილია. რა მოხდება რეალურად, მხოლოდ უახლოეს დღეებში გამოჩნდება.