ტომო მაჰორიჩმა მანუჩარ მარკოიშვილი შეაქო

მანუჩარ მარკოიშვილმა “ბ.კ. კიევის” შემადგენლობაში ორი ტესტ-მატჩი გამართა. უკრაინის საუკეთესო გუნდმა ჯერ სლოვენიური “კუპერი” 108:79 დაამარცხა, ამის შემდეგ კი პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ “ტუროვს” 88:72 მოუგო. უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა ტომო მაჰორიჩმა მარკოიშვილი შეაქო: “მანუჩარი თავისი შრომისმოყვარეობით მალე შევა ოპტიმალურ ფორმაში. ი გი გამოცდილი მოთამაშეა და მისი დიდი იმედი გვაქვს.”უკრაინელები მალე  5 საკონტროლო შეხვედრისგან შემდგარ სერიას ჩაატარებენ, ხოლო პირველ ოფიციალურ მატჩს კი 6 ოქტომბერს გამართავენ – უკრაინის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მათი მეტოქე ლვოვის “პოლიტეხნიკი” იქნება.