წაგება პორტუგალიასთან

რუმინეთის ნაკრების განადგურების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდი პორტუგალიურ ტურნირზე მასპინძლებთან დამარცხდა.თანაბარი პირველი მეოთხედის მერე, რომელშიც ლიდერობას ორივე გუნდი ფლობდა, პორტუგალიამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვა და წინ გასვლის მერე, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამჯერადაც კარგად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა, ხოლო გიორგი ცინცაძის შემცვლელმა გიორგი გამყრელიძემ კი 22 წუთში 11 ქულა დააგროვა და დაცვაშიც ნაყოფიერად და აქტიურად ითამაშა.სანიკიძე სასტარტოში იდგა, ხოლო ნაკრების კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი კი ამჯერად რეზერვში აღმოჩნდა, თუმცა ვეტერანმა თავისი წილი ქულა-მოხსნა ამჯერადაც დააგროვა.ტურნირის უკანასკნელ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრები ტუნისს შეხვდება.
 პორტუგალია – საქართველო 70:5616:16, 20:13, 15:10, 19:17საქართველო: ცინცაძე (18 წთ. 3 ქ), ელისი (19 წთ. 8 ქ), მანუჩარ მარკოიშვილი (21 წთ. 4 ქ), სანიკიძე (29 წთ. 10 ქ. 9 მ), უგრეხელიძე (17 წთ. 4 ქ. 6 მ) – გამყრელიძე (22 წთ. 11 ქ. 3 პ), ტუღუში (14 წთ. 4 ქ), ა. ბოისა (5 წთ), ნაცვლიშვილი (20 წთ. 7 ქ. 6 მ), ლეჟავა (5 წთ. 5 ქ), ბაბიაშვილი (20 წთ).