ცინცაძე ესტონეთში თავს არ იტვირთავს

ცინცაძე ესტონეთში თავს არ იტვირთავს

ესტონეთის ჩემპიონტში გიორგი ცინცაძის “როკი” თამაშს თამშზე იგებს. ტარტუელთა მორიგი მსხვერპლი “რაპლა” აღმოჩნდა, რომელიც “როკერებმა” 96:67 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 16:28 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ მოედანი 5 პერსონალურის მიღების შემდეგ დატოვა. ცინცაძემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა.
ცინცაძის გუნდისთვის 26 მატჩში ეს 24-ე გამარჯვება აღმოჩნდა და ამ შედეგით “როკი” ესტონეთის ჩემპიონატის ლიდერია. შიდაჩემპიონატში ტარტუელები მორიგ მატჩს 1 მარტს “პიარნუს” წინააღმდეგ ჩაატარებენ. მანამდე კი, 27 თებერვალს, ბალტიის ლიგაში თანამემამულე “კალევ კრამოს” გაეჯიბრებიან.