ცინცაძე V კამპაცო – ხმა მიეცით ქართველ უკანახაზელს ფინალურ შერკინებაში

ცინცაძე V კამპაცო – ხმა მიეცით ქართველ უკანახაზელს ფინალურ შერკინებაში

გიორგი ცინცაძე ფინალშია და მისი მეტოქეა ფაგუნდო კამპაცო – ამ 2 კალათბურთელიდან ერთ-ერთის პასი გახდება დეკადის საუკეთესო ასისტი. გამოკითხვა მიმდინარეობს ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მოგიწოდებთ ყველას, შეხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ ქართველ გამთამაშებელს.

ცინცაძის პასი ყველას გვახსოვს. გიორგიმ ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში მანუჩარ მარკოიშვილს იშვიათი სილამაზის პასი მიაწოდა. ზურგსუკან გაშვებული გადაცემისას ბურთი მანტას კალნიეტისსა და იონას ვალანჩუნასს შორის გაძვრა და ფარქვეშ დარჩენილმა მარკოიშვილმა მესამე პერიოდში საქართველო ლიტვასთან 6 ქულით დააწინაურა.

ის მატჩი ბოლო წუთებზე სამწუხაროდ წავაგეთ, თუმცა ცინცაძის პასი ყველას მეხსიერებაში დარჩა და დღეს, ამ უბადლო გადაცემას 1 ნაბიჯი აკლია, რათა დეკადის საუკეთესო გახდეს. ცინცაძემ მეოთხედფინალში სერბი 3×3 კალათბურთელი დუშან ბულუტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ესპანელ მარკ გასოლს აჯობა. კამპაცომ თავის მხრივ ამერიკელ პატი მილსს და ნახევარფინალში ყაზახ რუსტამ მურზაგალიევს (რომელმაც დერიკ როუზი დაამარცხა) აჯობა. 

ხმის მიცემის პროცედურა 4 დღე გაგრძელდება. იაქტიურეთ, რათა გიორგი ცინცაძის პასი გულშემატკივართა დახმარებით ფიბა-მ ათწლეულის საუკეთესო ასისტად აღიაროს. 

ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: 

http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR0cQG4qtczuipHWf5HAAXoNtE5fzhVxkW6bYXDby-fjPFoO0TiSFSE4ym