ყატარში დაიწყო ქვეყნის ჩემპიონატი კალაერთმვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი. ქართველი ლეგიონერების ალ შამალმა ალ ხორს დიდი ანგარიშით – 111:72 სძლია. ჩვენებურები სასტარტო ხუთეულში იყვნენ, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი ცინცაძე გახდა, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
შედეგად, ქართველი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა ბერიშვილმა. მან 35 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
მიხეილმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ალ შამალს მომდევნო მატჩი 14 დეკემბერს ელის, როდესაც ალ რაიანს უმასპინძლებს.