ცინცაძის გუნდი ესტონურ ფინალში 0:2 ჩამორჩა

ცინცაძის გუნდი ესტონურ ფინალში 0:2 ჩამორჩა

გიორგი ცინცაძის „როკმა“ ესტონური ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა გაირთულა. ტარტუელებმა ფინალური სერიის მეორე გასვლითი მატჩიც წააგეს. „კალევ–კრამომ“ „როკი“ ამჯერად 62:47 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
 
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19,33 წუთი გაატარა. ცინცაძემ 3–დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი ააცილა. გიორგიმ მთლიანობაში 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
 
ფინალური სერია ახლა ტარტუში გადაინაცვლებს. მომდევნო მატჩები 10 და 14 მაისს გაიმართება. ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც სერიაში ოთხ გამარჯვებამდე ავა.