ცინცაძის “როკი” ესტონურ ფინალში 0:3 ჩამორჩა

ცინცაძის “როკი” ესტონურ ფინალში 0:3 ჩამორჩა

გიორგი ცინცაძის „როკს“ წლეულს ესტონური ოქროს მოგება ძალიან გაუჭირდება. დღეს ტარტუელებმა „კალევ–კრამოსთან“ საშინაო შეხვედრაც წააგეს (67:77) და ფინალურ სერიაში 0:3 ჩამორჩნენ. ტალინურ გუნდს 1 მოგება აშორებს  ჩემპიონობამდე, „როკერებს“ კი ოქროს მედლებამდე ზედიზედ 4 გამარჯვების მოპოვება მართებთ.
 
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მოედანზე 21:39 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ცინცაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ხუთჯერ დაარღვიეს.
 
ფინალური სერიის მე–4 მატჩი ტარტუში 14 მაისს გაიმართება.