ცქიტიშვილის გუნდი ლარისასთან დამარცხდა

ნიკა ცქიტიშვილის “ტერამომ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად, იტალიელები ბერძნულ “ლარისას” შეხვდნენ და 56:69 დამარცხდნენ.ცქიტიშვილმა სრულად ვერ გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობები და მატჩი მხოლოდ 4 ქულით დაასრულა, თუმცა წინა შეხვედრაში “ბეშიქთაშთან” მისი მონაგარი 17 ქულა იყო. იმ მატჩის მერე ნიკამ თურქების მთავარი მწვრთნელის, ერგინ ატამანის კომპლიმენტები მიიღო, რომელმაც საქართველოს ნაკრების წევრს “საჭირო და მნიშვნელოვანი” შენაძენი” უწოდა.