ცქიტიშვილის ტერამო კვლავ დამარცხდა

ზედიზედ მეორე ბერძნული ტესტ-მატჩი დათმო ნიკა ცქიტიშვილის “ტერამომ”, რომელიც “ლარისასთან” მარცხის შემდეგ აეკთანაც დამარცხდა. ამჯერად გუნდმა 67:69 დათმო მატჩი, ნიკამ კი წინა შეხვედრის პირადი მონაგარი (3 ქულა) გააუმჯობესა და ამჯერად მის ანგარიშზე 7 ქულა და 2 მოხსნა იყო. მომდევნო შეხვედრაში “ტერამო” პაოკს დაუპირისპირდება.