U14 პლეი-ოფი: რეგულარულის მოწინავე ოთხეული ნახევარფინალებში დაწყვილდა

U14 პლეი-ოფი: რეგულარულის მოწინავე ოთხეული ნახევარფინალებში დაწყვილდა

საქართველოს 14 წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატში ყველაზე ცხელი და საპასუხისმგებლო ფაზა დაიწყო. 13-გუნდიანი, ორწრიანი რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც თითოეულმა გუნდმა 24 მატჩი გამართა, საუკეთესო რვეული პლეი-ოფში ტრადიციული პრინციპით (1-8, 2-7, 3-6, 4-5) დაწყვილდა. მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩებმა მოლოდინი სრულად გაამართლა — ოთხივე წყვილში ფავორიტებმა სტატუსი შეინარჩუნეს, სერიები მშრალი ანგარიშით, 2:0 დახურეს და საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლას უკვე ნახევარფინალში გააგრძელებენ.

 აკადემია – მენ სანა 55:92

რეგულარულში მე-4 და მე-5 ადგილზე გასული გუნდების დაპირისპირება, წესით, ყველაზე თანაბარი უნდა ყოფილიყო, თუმცა „აკადემიამ“ საპასუხო მატჩში ნამდვილი ძალისმიერი დემონსტრაცია მოაწყო და სერია 2:0 მოიგო. პირველი თანაბარი მეოთხედის შემდეგ (15:17), აკადემიელებმა ტემპს უმატეს, მესამე პერიოდში კი მეტოქე სრულად გათიშეს თამაშიდან (14:29). საბოლოოდ მენ სანამ სოლიდური სხვაობით იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ზაზა ფაჩულიას აკადემიას დაუპირისპირდება.

ორბი — ზფა 44:112

რეგულარული ჩემპიონატის დაუმარცხებელმა ლიდერმა, „ზაზას აკადემიამ“ (ზფა), „ორბთან“ სერია თავდაჯერებულად, 2:0 დახურა. მატჩში კითხვის ნიშნები პირველივე წუთებიდანვე მოიხსნა, როცა სტუმრებმა საწყისი მეოთხედი 31:16 მოიგეს. სხვაობა კლასში იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მწვრთნელებს როტაციის სრული საშუალება მიეცათ, საბოლოო ტაბლოზე კი კოლოსალური სხვაობა დაფიქსირდა. 

ჰიუნდაი — რუსთავი 55:61

ეს მატჩი ყველაზე დაძაბული გამოდგა, რომელიც „რუსთავი“ გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. რეგულარულის მეორეადგილოსანმა „რუსთავმა“ პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა (24:27). თუმცა, „ჰიუნდაიმ“ ხასიათი გამოავლინა, მესამე პერიოდში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდში დაწინაურდა კიდეც. დასკვნით წუთებზე რუსთავმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაც წიქარიშვილის სამქულიანებისა და ყანჩაველის შედეგინმა თამაშმა განაპირობა.

 ოვერტაიმი – თბილისი ბასკეტი 55:79

თბილისი ბასკეტმა თავიდანვე ხელთ იგდო სადავეები და ისე გაიმარჯვა, პრობლემები არ შექმნია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ოვერაიმელები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, მესამე მეოთხედში თბილისი ბასკეტის დაცვამ იდეალურად იმუშავა და მასპინძლებს მხოლოდ 6 ქულა ჩააგდებინა (6:16). ამ უპირატესობამ მატჩის ბედიც გადაწყვიტა. საბოლოოდ ბასკეტმა სერია 2:0 მოიგო.

მეოთხედფინალური ბატალიები წარსულს ჩაბარდა და U14 ჩემპიონატში საუკეთესო ოთხეული გამოიკვეთა. გათამაშების ფორმატის შესბამისად ნახევარფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა:

  • ზფა — მენ სანა , რუსთავი — თბილისი ბასკეტი

ნახევარფინალური და ფინალური სერიებიც, მეოთხედფინალების მსგავსად, ორ მოგებამდე გაგრძელდება.