U16 ნაკრებმა ევროპის თასის მეორე წრე მოგება-წაგებით დაიწყო

U16 ნაკრებმა ევროპის თასის მეორე წრე მოგება-წაგებით დაიწყო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგაზე საასპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა. ქალაქი რიგა ამ ტურნირის მეორე წრეს მასპინძლობს. პირველი წრე გასული წლის 3-5 ნოემბერს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა 3  შეხვედრა მოიგო, 2 კი დათმო. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია ნიკა ცინცაძე, ხოლო ასისტენტები – ლევან ტყეშელაშვილი და ნიკა ბურჯანაძე. 

საქართველოს 2008 წელს დაბადებულთა ნაკრები რიგაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მათე ყავლაშვილი, დავით ჭუაძე, ირაკლი ქარდავა, გიორგი ბოხუა, საბა ჟღენტი, მათე ნებიერიძე, გიორგი მუშკუდიანი, ლაშა ხუნდაძე, გიორგი დოხნაძე, ლუკა თოდუა, საბა შუბლაძე, დაჩი გომურაშვილი, ნიკოლოზ ლომიძე. 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დაგეგმილი 5 მატჩიდან დღეს 2 ჩაატარა. სადებიუტო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ლატვიური ვალმეირა დაამარცხა – 64:47 (სტატისტიკა). 28 ქულით საუკეთესო იყო მათე ყავლაშვილი, რომელმაც 9 ცდიდან 8 სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულით ირაკლი ქარდავა გამოირჩა. დავით ჭუაძის ანგარიშზე 5 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა დაგროვდა.

 მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები კაუნასის ჟალგირისთან დამარცხდა – 33:72 (სტატისტიკა). როგორც ანგარიშიდან ჩანს, ლიეტუვის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს გუნდში ვერცერთმა კალათბურთელმა ვერ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 20 იანვარსაც 2 მატჩს გამართავს. ორივეჯერ ლიეტუვის ერთი სკოლის გუნდს – ჯერ SMK “არწივებს”, შემდეგ კი SMK “ლომებს” დაუპირისპირდება.