“უნიკსმა” რუსეთის ნაკრებში მწვრთნელი არ გაუშვა

“უნიკსმა” რუსეთის ნაკრებში მწვრთნელი არ გაუშვა

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთს ლიტვაში ასისტენტი მწვრთნელი დააკლდება. უფრო სწორად კი, მთავარი მწვრთნელის, დევიდ ბლატის თანაშემწე ევგენი პაშუტინს, სავარაუდოდ, სხვა სპეციალისტი შეცვლის. საქმე იმაშია, რომ პაშუტინი ყაზანის „უნიკსის“ მწვრთნელია და კლუბი მას ევროპის ჩემპიონატზე არ უშვებს.
 

 
ამასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასნენკოვმა გაზეთ „სპორტ–ექსპრესთან“ კომენტარი გააკეთა:
 
„ზოგიერთი კლუბი მოთამაშებსა თუ მწვრთნელებს ეროვნულ ნაკრებში არ უშვებს. ევგენი პაშუტინი ვერ შესძლებს დევიდ ბლატისთვის ლიტვაში თანაშემწეობის გაწევას. მას „უნიკსი“ არ უშვებს. ასეთი შემთხვევები არაერთია. ფედერაციას უჭირს ამ ვითარებაში კლუბებზე გავლენის მოხდენა. მადლობა ღმერთს, ანდრეი კირილენკოს ეს არ ეხება. ის დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება და მჯერა, რომ ლიტვაში შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს – ცხადია, თუკი ზაფხულში ტრავმას არ მიიღებს
 
ჯეიარ ჰოლდენმა გვიჩვენა, რომ ნაკრებში თამაში სურს. მიუხედსვად სხვა გამთამაშებლების პატივისცემისა, მე ვერ ვხედავ რუსული პასპორტით სხვას, რომელსაც პირველ ნომერზე ჰოლდენზე უკეთესად შეეძლოს თამაში. მართალია, ის არაა კლასიკური გამთამაშებელი, მაგრამ რუსეთში მასზე უკეთესი არავინაა. ისე კი, ზოგადად, ნატურალიზაციის წინააღმდეგი ვარ. ასეთი შემთხვევები კონკრეტულ კლუბებს ეხმარება და ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას გარკვეულწილად აფერხებს“.