უფაჩულიო “ატლანტა” “პორტლენდთან” დამარცხდა – ზაზა მამა გახდა

დღეს, გამთენიისას, ამერიკაში მორიგი საგამოფენო მატჩები გაიმართა და ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” პირველი მარცხი იწვნია. ჯორჯიელებმა საწყისი ორი საგამოფენო მატჩი მოიგეს, თუმცა “პორტლენდთან” აღარ გაუმართლათ და 80:102 დამარცხდნენ.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ ატლანტელებს ორი მოთამაშე აკლდათ – ძირითადი გამთამაშებელი მაიკ ბიბი და ჩვენებური ზაზა ფაჩულია. მიზეზი? ორივე მათგანი მამა გახდა და გუნდის ხელმძღვანელობამ ისინი რამდენიმე დღით გაათავისუფლა.
საქართველოს ნაკრების ცენტრს ვაჟიშვილი შეეძინა, რასაც გულითადად ვულოცავთ.