უსტიაშვილის გუნდი ელიტისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სკოპიე. 23 ივლისი
პოლონეთი 71:62 საქართველო
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 1 ნაბიჯი დააკლდა 20–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე. დავით უსტიაშვილის გუნდი პოლონელ თანატოლებთან დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ იმდენივე ქულა დააგროვა, რამდენიც ნახევარფინალში გასულმა შვედეთმა, ბურთების შეფარდების დაანგარიშებით ჯგუფში ჩარჩა.არადა, შვედეთი ის გუნდია, რომელსაც საქართველომ წინა ჯგუფურ ეტაპზე მოუგო და ამ ჯგუფში მასთან არ უთამაშია. უსტიაშვილის გუნდს პირველ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება გადმოჰყვა და ამჯერად არ შვედებს აღარ შეხვდა, თუმცა ფინეთთანაც დამარცხდა და პოლონეთთანაც და ნახევარფინალში ვეღარ გავიდა. სამმა გუნდმა – საქართველომ, ფინეთმა და შვედეთმა თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ ერთმანეთში ნათამაშევ მატჩებში ჩაგდებულ–მიღბული ბურთების დაანგარიშებით პლეი ოფში შვედეთი გავიდა.მატჩის ბოლოს თამაშის გადარჩენის შანსი მოგვეცა – სირენამდე 01:12 წუთით ადრე ლევან შენგელიას ორქულიანის წყალობით სხვაობა 2 ქულამდე შევამცირეთ (62:64), მაგრამ ამის შემდეგ, ჩვენებს არაფერი აღარ გამოუვიდათ, პოლონეთმა კი ბოლო წუთზე 8 ქულა მიითვალა და 72:61 გაიმარჯვა.ქართველებმა თავისი კოზირი (სიმაღლის) კი გამოიყენეს, ლევან შენგელიამ და რიჩარდ მათიაშვილმა ფარზე ბევრი იბრძოლეს და ქულების თითქმის აბსოლიტური უმეტესობა სწორედ ფარქვეშიდან ჩააგდეს, მაგრამ კოზირის გამოყენება ბოლომდე ვერ შეძლეს – პოლონელებმა ფარი არ დაგვითმეს: მოხსნებში 37:32 გვაჯობეს.
სატურნირე ვითარება
1. პოლონეთი       3 3 0 62. შვედეთი          3 1 2 43. საქართველო    3 1 2 44. ფინეთი            3 1 2 4

პოლონელებს ყველაზე მეტი (21) ქულა რიჩარდ მათიაშვილმა ჩაუგდო