ვალენსიას დამარცხებაში ბურჯანაძემ კანარელებს 4 ქულა შეაშველა

ვალენსიას დამარცხებაში ბურჯანაძემ კანარელებს 4 ქულა შეაშველა

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელებმა ევროლიგის წარმომადგენელ ვალენსიას უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით – 87:77 სძლიეს.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:52 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

სავარაუდოა, რომ ბურჯანაძეს მეტი სათამაშო დროც ექნებოდა, პირველივე ტაიმში 3 პერსონალური ფოლი რომ არ მიეღო. სათქმელია ისიც, რომ ბექას მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მე-2 მაჩვენებელი გახლდათ.

გრან კანარიამ 11 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 მარტს, შინ, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან ჩაატარებს.