ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ევროსეზონს პირველივე ეტაპიდან გახსნიან

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ევროსეზონს პირველივე ეტაპიდან გახსნიან
ფიბას ევროპული საკლუბო სეზონი ქალთა ევროლიგის და ქალთა ევროპის თასის საკვალიფიკაციო მატჩებით გაიხსნება. ქართველი მსაჯები და კომისარი ევროპულ აქტივობაში თავიდანვე იქნებიან ჩართულები. აღნიშნული ტურნირების მატჩებზე არბიტრები – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური, ასევე კომისარი – მერაბ რატიშვილი იმუშავებენ.
 
ისე მოხდა, რომ საქართველოს 2 წარმომადგენელს ერთ მატჩზე მოუწევთ მუშაობა. ქალთა ევროლიგის სტამბოლში დანიშნულ შეხვედრას თურქულ ბეშიქთაშსა და პოლონურ პოლკოვიცეს შორის კომისრად მერაბ რატიშვილი, ხოლო არბიტრად კირილე თვაური მოემსახურება.
 
აღვნიშნოთ, რომ ზემოთნახსენებმა მსაჯებმა და კომისარმა გასული ზაფხული საკმაოდ აქტიურად ჩაატარეს. მერაბ რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის მატჩებს მოემსახურა და დასკვნით ეტაპზე მას ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაზე მოუწია მუშაობამ. ვართანოვი და თვაური კი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ჯგუფურ და პლეი ოფის მატჩებს მოემსახურნენ. 
 
 
წარმოგიდგენთ მატჩებს, რომლებსაც მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური და მერაბ რატიშვილი მოემსახურებიან.
 
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
 
21 სექტემბერი. ქალთა ევროპის თასი. კლუჟი (რუმინეთი)
უნივერსიტატეა (კლუჟი, რუმინეთი) – ელეფტერია მოსხატუ (საბერძნეთი)
 
კირილე თვაური (მსაჯი)
 
20 სექტემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – პოლკოვიცე (პოლონეთი)
 
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
 
20 სექტემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – პოლკოვიცე (პოლონეთი)