ვიქტორ სანიკიძე კიოლნში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების წევრი ვიქტორ სანიკიძე კარიერას გერმანულ “კიოლნ 99”-ში გააგრძელებს. სანიკიძეს ისეთ გუნდში გადასვლა სურდა, სადაც მას მეტი სათამაშო დრო ექნებოდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი ვიქტორმა ესპანურ “ესტუდიანტესში” გაატარა.
სანიკიძის ახალი გუნდი 1999-ში დაარსდა და 2001 წლიდან გერმანიის ბუნდესლიგის უცვლელი წევრია. გუნდი ორჯერ (2002, 2005) მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 2006-ში კი გერმანიის ჩემპიონი გახდა. სამჯერ (2004, 2005, 2007) “კიოლნი” გერმანიის თასის მფლობელი გახდა. შარშან სანიკიძის ამჟამინდელი კლუბი ევროლიგაზეც გავიდა და 14 მატჩიდან 2 მოიგო.