ვიქტორ სანიკიძე სეზონის ბოლო მატჩში საუკეთესო იყო

ვიქტორ სანიკიძე სეზონის ბოლო მატჩში საუკეთესო იყო

 ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ ვერ აღმოჩნდა იმდენად ძლიერი, რომ იტალიის საუკეთესო გუნდისთვის სათანადო წინააღმდეგობა გაეწია. ბოლონიელებმა სერიაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და საბოლოოდ 1:3 წააგეს. გადამწყვეტი მატჩი წუხელ ბოლონიაში შედგა, სადაც მასპინძელი „კანადიან სოლარი“ 62:81 დამარცხდა „სიენასთან“.
 
როგორც შედეგიდან ჩანს, ბოლონიელებმა ეს შეხვედრა უშანსოდ წააგეს. პირველი მეოთხედის შემდეგ სანიკიძის გუნდი უკვე 16 ქულით ჩამორჩებოდა – 9:25. მომდევნო მეოთხედებშიც არაფერი შეცვლილა: სიენელებმა მოპოვებული უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ ნახევარფინალის საგზურსაც დაეპატრონნენ.
 

 
ვიქტორ სანიკიძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი ბომბარდირი არ გამხდარა, თუმცა მას მოედანზე მყოფთა შორის საერთო სარგებლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთა შორის ყველაზე მეტი – 35 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ვიქტორმა 3–დან 3 სამქულიანი და 6–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა. სანიკიძეს საბოლოოდ 13 ქულა მოუგროვდა, რასაც 8 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. სიენელთა საუკეთესო მოთამაშე რიმანტას კაუკენასმა 16 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
 
ვიქტორ სანიკიძისთვის სეზონი დასრულდა. მანუჩრ მარკოიშვილისთვის კი 30 მაისს ნახევარფინალური სერია იწყება, ვისი „კანტუც“ „არმანი ჯინსს“ ხვდება და მოედნის უპირატესობაც გააჩნია. ნახევარფინალურ სერია სამ გამარჯვებამდეა.