ვლადიმერ ბოისა არისში გააგრძელებს კარიერას

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფორვარდი ვლადიმერ ბოისა კარიერას საბერძნეთში, “არისში” გააგრძელებს. კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გამორმებული.ბერძნული მასმედია აღნიშნავს, რომ ბოისასთან კონტრაქტის გაფორმება “არისისთვის” წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან “ბოისა გამოცდილი მოთამაშეა, რომლითაც უამრავი ძლიერი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა მან კარიერის გაგრძელება “არისში” გადაწყვიტა”.“არისის” პრეზიდენტი ათანასიოს ცეველეკისი ქართველ მოთამაშესთან გაფორმებულ კონტრაქტს “დიდ პლუსს” უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბოისას ახალ გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კანადელი გორდონ ჰერბერტი უდგას სათავეში. ბოისასთან მოლაპარაკებას “არისის” მენეჯერ-დირექტორი გიანის დამიანიდისი აწარმოებდა. თავის ახალ გუნდში ვლადიმერ ბოისა სიმონას სერაპინასის ადგილს დაიკავებს, რომელიც მალე სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას, თუმცა იქამდე ევროლიგის შეხვედრებში მაინც მიიღებს მონაწილეობას, ავრცელებენ ინფორმაციას ბერძნული სამასმედიო წყაროები.
“ბოისა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უნდა იქცეს. მისი გამოცდილება და პიროვნული პლუსები “არისს” დიდად გამოადგება. ვაცნობიერებთ და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის მოთამაშესთან გავაფორმეთ ხელშეკრულება”, – ნათქვამია გიანის დამიანიდისის განცხადებაში.