ვლადიმერ ბოისამ ორ მატჩში 25 ქულა დააგროვა

ორ საკონტროლო მატჩში მიიღო მონაწილეობა ვლადიმერ ბოისამ. თავისი ახალი გუნდის, რუსული “სპარტაკ-პრიმორიეს” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა ორი თურქული გუნდის, “ეფეს პილზენისა” და “თურქ ტელეკომის” წინააღმდეგ ითამაშა.“ეფესთან” ბოისა ჯეი არ ბრემერის (14) შემდეგ, რუსულ კლუბში 10 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის და გუნდი 62:73 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბოისამ ორი სამიანი ზუსტად შეასრულა.მეორე შეხვედრაში ბოისა უფრო შედეგიანი იყო და თავის გუნდს 15 ქულა შესძინა. მატჩიც რუსების გამარჯვებით, 88:87 დასრულდა, “სპარტაკ-პრიმორიეს” კი გამარჯვება იმავე ბრემერმა ძირითადის დასრულებამდე 4 წამით ადრე ორი ზუსტი საჯარიმოთი მოუტანა.