ვლადიმერ ბოისამ სპარტაკ-პრიმორიეს მოაგებინა

არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ, რომელმაც სპარტაკ-პრიმორიეს შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სანქტ-პეტერბურგის სპარტაკის წინააღმდეგ მატჩში 19 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 81:68 დაამარცხა.