ვლადიმერ ბოისამ ცსკა-ს წინააღმდეგ მატჩში 9 ქულა დააგროვა

წაგებით დაიწყო რუსეთის ჩემპიონატი ვლადიმერ ბოისას “სპარტაკ-პრიმორიემ”, რომელმაც გახსნის შეხვედრაში რუსული კალათბურთის ფლაგმანს. მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა.
ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო – მასპინძლები ერთი პირობა 11:7 დაწინაურდნენ, თუმცა მატიაშ სმოდიშისა და ტრაჟან ლენგდონის ზუსტი სროლებით სტუმრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მერე კი წინ გავიდნენ.
საბოლოოდ, ცსკა-მ დამაჯერებელი გამარჯვება 89:63 მოიპოვა, საქართველოს ნაკრების წევრმა კი სადებიუტო მატჩისა და მეტოქის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი სტატისტიკით დაასრულა შეხვედრა – ბოისას ანგარიშზე 9 ქულა და თითო პასი-მოხსნა იყო. ვლადიმერმა 7 საშუალო სროლიდან 2 გამოიყენა და შეხვედრა სასტარტოში დაიწყო.
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.