ვლადიმერ ბოისას გუნდი 1/2-ფინალის პირველ მატჩს აგებს

წაგებით დაიწყო იტალიის ჩემპიონატის ფლეი ოფის 1/2-ფინალი ვლადიმერ ბოისას სიენამ, რომელმაც პირველ შეხვედრაში შინ “რომასთან” 74:88 დათმო.ყველაფერი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. მესამე მეოთხედამდე ანგარიში იყო 57:57, ბოლოში კი ზედიზედ 6 ქულა დააგროვა “რომას” ვარსკვლავმა დეჟან ბოდიროგამ, რომელმაც საბოლოოდ 20 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.ბოისას ანგარიშზე 5 წუთში 3 ქულა იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა ერთადერთი სამქულიანი გამოიყენა.

სიენა – რომა 74:8820:28, 21:20, 16:9, 17:31სიენა: ფორტე (16 ქ. 4 მ. 4 პ), სატო (13 ქ. 5 მ), კაუკენასი (13 ქ. 2 პ), სთოუნრუქი (9 ქ. 10 მ), ვლადიმერ ბოისა (5 წუთი, 3 ქულა).რომა: დ. ჰოკინსი (23 ქ. 4 მ), ბოდიროგა (20 ქ. 6 მ. 5 პ), ლორბეკი (20 ქ. 7 მ), ჩეტმენი (16 ქ. 2 პ).
სერია: 0:1.