“ზაზა” 20- წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალში გავიდა და ტიტულს “აკადმეიას” შეეცილება

“ზაზა” 20- წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალში გავიდა და ტიტულს “აკადმეიას” შეეცილება

20-წლამდელთა “ბ” ლიგაში მეორე ფინალისტი გამოვლინდა. საჩემპუონო სერიაში რამდენიმე დღის წინ გასულ “აკადემიას” დღეს “ზაზა” შეუერთდა. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “ზაზამ” “აფხაზეთი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მანამდე კი ციფხელი ბრძოლა მიმდინარეობდა. მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, როცა დაჩი ქავთარაძემ ზუსტი ორქულიანით “ზაზა” 80:78 დააწინაურა. “აფხაზეთის” მოთამაშ3ებმა საპასუხო შეტევაში ბურთი ვერ ჩააგდო და გამარჯვება “ზაზას” დარჩა.

ზაზას აკადემიელთაგან 15 ქულითა და 11 მოხსნით საკეთესო იყო დავით შუკაკიძე. 16 ქულა ირაკლი კილაძის ანგარიშზეა.

“აკადამიასა” და “ზაზას” შორის ფინალური სერია 9 მაისიდან დაიწყება.

ზაზა – აფხაზეთი
სტატისტიკა: 80:78