საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ზაზა ფაჩულია “დეტროიტ პისტონსში” გადავიდა

ზაზა ფაჩულია “დეტროიტ პისტონსში” გადავიდა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ორგზის ქართველი ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია კარიერას “დეტროიტ პისტონსში” გააგრძელებს. “გოლდენ სტეიტ უორიორზის” ცენტრი დეტროიტული გუნდის შემოთავაზებას დათანხმდა და 2018-19 წლების სეზონში 2,5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ “დეტროიტში” გაატარებს. 

ზაზა ფაჩულია ნბა-ში 2003 წელს მივიდა და პირველი სეზონი “ორლანდო მეჯიქში” გაატარა. მას მერე ზაზამ ითამაშა 1 წელი “მილუოკიში”, 8 სეზონი – “ატლანტა ჰოუქსში”, 2 წელი ისევ “მილუოკიში”, შემდეგ 1 წელი “დალასში” და გასული 2 წელი საჩემპიონო “გოლდენ სტეიტში” ითამაშა. 

ნბა-ში 15-წლიანი გამოცდილების მქონე ქართველი კალათბურთელი მომდევნო სეზონს “დეტროიტში” გაატარებს.