ზაზა ფაჩულიამ 7 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა

წარმატებით ჩაატარეს “ფილადელფიის” წინააღმდეგ საშიანო მატჩი ზაზა ფაჩულიამ და “Aატლანტა ჰოქსმა”, რომლებმაც თანაკონფერენციელს 96:91 მოუგეს და კვლავაც ინარჩუნებენ ადგილს რვა საუკეთესო გუნდში.საქართველოს ნაკრების ცენტრმა 20 წუთი ითამაშა დად ა ამ დროში 7 ქულა, ამდენივე მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა. ფაჩულიამ თამაშიდან 5/3 სროლა შეასრულა ზუსტად და 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა. მასპინძელთა შორის სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა ფორვარდ ჯოშ სმიტს, რომელმაც მატჩი 9 დაფარებით დაასრულა.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მათჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.
ატლანტა: 44 მატჩი, 20:24, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 6 თებერვალი (საკუთარ მოედანზე, “ლეიკერსთან”).