ზაზა ფაჩულიას გუნდი შარლოტთან აგებს

მორიგი მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას “ჰოქსმა”, რომელიც გასვლაზე, დამატებით დროში “შარლოტთან” 98:100 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 4 წუთი გაატარა, თამაშიან ბურთი არ უსვრია და ორი საჯარიმოდან 1 ზუსტად შეასრულა, საბოლოოდ კი მატჩი 1 ქულით, 1 მოხსნითა და 2 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. მისი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო ჯო ჯონსონი, რომელმაც მატჩი 23 ქულით დაასრულა, ხოლო მასპინძელთა რიგებში კი ცენტრმა ემეკა ოკაფორმა 20 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 49 მატჩი, 21:28, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთსი, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 30 მატჩი (5 სასტარტოშI), 4.5 ქულა, 3.7 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 19 თებერვალი (სტუმრად, ლეიკერსთან).