უქმეებზე ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა” ოკეანისგაღმეთში 2 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან ჯორჯიელებმა ერთი მოიგეს, ხოლო მეორეში დამარცხდნენ. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების უდავო ლიდერის გუნდმა გასვლაზე “ტორონტო რეპტორზს” მოუგო, ხოლო ფაჩულიამ 111:102 გამარჯვებაში ასეთი წვლილი შეიტანა – 9 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა. მის ანგარიშზე ასევე 2 შეცდომა და 5 ფოლი იყო.მეორე დღეს “ატლანტამ” “სიეტლს” უმასპინძლა და დრამატული მატჩი დამატებით დროში 112:113 დათმო. ზაზას მონაგარი სოლიდური გახლდათ – 21 ქულა (15 პირველ ორ მეოთხედში), 8 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი, 1 დაფარება. სამწუხაროდ, ზაზამ მაჯერადაც ბევრი პერსონალური შენიშვნა (5) მიიღო, “სიეტლს” კი გამარჯვება რეი ალენმა მოუტანა, რომელმაც ოვერტაიმის დასრულებამდე 2 წამით ადრე აიღო 2 ქულა.მომდევნო შეხვედრაში ზაზას გუნდი “მილუოკის” უმასპინძლებს.
ზაზა ფაჩულიას საშუალო მონაგარი: 6 მატჩი, 17.2 ქულა, 6.7 მოხსნა, 1.7 პასი.ატლანტა ჰოქსი: 4 მოგება, 2 წაგება, პირველი ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში.