ზაზა ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

ამერიკაში გრძელდება წინასაზეზონო შეხვედრები. ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოსმა”. ამჯერად, ჯორჯიელებმა საკუთარ მოედანზე “შარლოტი” დაამარცხეს.
“ჰოქსის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ვუდსონმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და ფაჩულია, ჯოშ სმიტი, ჯო ჯონსონი, მერვინ უილიამსი და იე სი ლო დააყენა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა შეხვედრა 19 წუთში 8 ქულითა და 4 მოხსნით (ასევე 1 დაფარებით) დაასრულა და თამაშიდან 4 სროლიდან 2 გამოიყენა, 6 საჯარიმოდან კი ზუსტად 4 შეასრულა.
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.მატჩის ქრონოლოგიურ მსველობას აქ ნახავთ.