3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ტურს ქუთაისმა უმასპინძლა. იმერეთის დედაქში თავი 6-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ფინალური ეტაპის 1 გაგზურისთვის იბრძოდნენ. ტურნირი უამინდობის გამო, ქუთაისის სპორტსკოლის დარბაზში ჩატარდა.
6 გუნდი 2 ჯგუფში გადანაცილდა და თითოდან ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გავიდა. “ბაქო ფინიქსმა” Whats Up 21:17 დაამარცხა, ხოლო Bad boys-მა “ალიკ&კომპანიას” 17:15 მოიგო. ფინალურ შეხვედრაში Bad boys-მა დაძაბულ ბრძოლაში – 21:19 დაამარცხა “ბაქო ფინიქსი” და ჩემპიონის ტიტულთან ერთად მთავარი პრიზი – საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის საგზური მოიგო.
ჩემპიონი გუნდის წევრები – გიორგი ბარბაქაძე, აკაკი ლომოური, ირაკლი ქაცარიძე და ბეგლარ ალთუნაშვილი იმერეთის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის გამგეობის წევრმა, საბა სვანიძემ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ქუთაისის შესარჩევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ირაკლი ქაცარაძე დასახელდა.
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი ტურნირი 18 ივლისს, რუსთავში გაიმართება, ხოლო 22 ივლისს ფინალურ ტურნირს “თბილისი მოლი” უმასპინძლებს.