3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ვიდეო-კოლაჟი

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს  თბილისი მოლმა უმასპინძლა. თბილისის ტურიდან გასულ რვა საუკეთესო გუნდს – Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle, „არიქა“, რეგიონების საუკეთესო გუნდებიც დაემატნენ. ყვარელში ჩატარებული ტურიდან “თელავი მიქსი“, ქუთაისიდან გუნდი “23“, ბათუმიდან გუნდი SWAG და რუსთავიდან – Clutcherhood.
 ფინალში გამარჯვება Old School -მა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 21:12 დაამარცხა და ბუქარესტ-ჩელენჯის საგზური მოიპოვა, რომელიც 12-14 აგვისტოს რუმინეთში გაიმართება.

ტრადიციულად ფინალურ ეტაპზე ჩატარდა კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიან სროლებში გამარჯვებული გიგი მელაძე გახდა, ხოლო ჩატენვების კონკურსი კირილ ბირიუკოვმა მოიგო. საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ბარბაქაძე.