3×3 საკალათბურთო “გაზაფხულის ფესტივალი” “ვაკის პარკის” გამარჯვებით დასრულდა

3×3 საკალათბურთო “გაზაფხულის ფესტივალი” “ვაკის პარკის” გამარჯვებით დასრულდა

დასრულდა 3×3 კალათბურთის მორიგი ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტი გახლდათ. 18-წლამდელთა შორის “გაზაფხულის ფესტივალი” 3 ტურად ჩატარდა და საბოლოოდ “ვაკის პარკის” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მოგებულისთვის დაწესებული 500-ლარიანი პრიზი მოიგო. 

“გაზაფხულის ფესტივალის” მე-3, დასკვნით ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში იყო განაწილებული. 1 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გუნდი გავიდა და მეოთხედფინალში დაწყვილდა. ფინალამდე წაუგებლად მივიდნენ და საჩემპიონო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს გუნდებმა “ვაკის პარკი” და “ელარჯი”.

https://play.fiba3x3.com/categories/a94ffea2-801d-428e-b2c5-ebd1f0ee1f57/brackets 

საჩემპიონო თასისა და მედლების გარდა გამარჯვებულ გუნდს მთავარი პრიზი – 500-ლარიანი ვაუჩერი ელოდა, ხოლო ფინალის წამგებს საპრიზო ფონდიდან 200 ლარი ერგებოდა. “ელარჯის” ღირსებას იცავდნენ ირაკლი ნაზარიშვილი, სანდრო შანიძე, ბაჩო მარქარიანი და შაკო მეტონიძე, ხოლო “ვაკის პარკისას” – სანდრო კვერღელიძე, საბა სოხანეიშვილი, ნიკა ელიზბარაშვილი და ლევან ბოკერია.

საკმაოდ დაძაბული ფინალური მატჩი ვაკისპარკელებმა 18:14 მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. პრიზიორები და ფესტივალის გამარჯვებულები კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. 

3×3 საკალათბურთო სეზონი აპრილის თვიდან გაგრძელდება.

გაზაფხულის ფესტივალი 2018-ის გამარჯვებული “ვაკის პარკი”