ევრობასკეტის პარალელურად “თბილისი არენასთან” 3×3 საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა

ევრობასკეტის პარალელურად “თბილისი არენასთან” 3×3 საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად თბილისში 3×3 საკალათბურთო ჩემპიონატიც გაიმართა. მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას არაერთი მინი-ივენთი ახლავს, რომელთაგან ამჯერად თბილისი არენასთან გამართულ 3×3 საკალათბურთო ღონისძიებას გამოვარჩევთ.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ტურნირში მრავალი საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა. მონაწილეობის მსურველი ბევრი იყო, თუმცა რეიტინგით 12 საუკეთესო შეირჩა, რომლებმაც 2 სექტემბერს, თბილისი არენის პარკინგის ტერიტორიაზე საინტერესო თამაშები გამართეს.

12 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდა და პლეი ოფში ასპარეზობის უფლება თითოეულიდან საუკეთესო გუნდებმა მიიღეს – 14B, SMN, SCOOBY და ALMEDA. პირველ ნახევარფინალში 14B-მ 21:9 დაამარცხა ALMEDA, ხოლო SCOOBY-მ ALMEDA-ს 21:15 მოუგო. 

ფინალში საკმაოდ საინტერესო ბრძოლა შედგა. B14-ის ღირსებას ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი ჩხეიძე, ივა მეგენეიშვილი და გიორგი მეცხვარიშვილი იცავდნენ, ხოლო SCOOBY-ს შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დათო დადუნაშვილი, ვასილ ბერუაშვილი, მამუკა ბაზუაშვილი, ლუკა კალატოზიშვილი. გამარჯვება და საპრიზო 2000 ლარი ერგო გუნდ SCOOBY-ს, ხოლო ფინალში დამარცხებულმა გუნდმა 1000 ლარი მიიღეს.

ტურნირის MVP გახდა ვასილ ბერუაშვილი, რომელსაც სპეციალური პრიზი ფედერაციაში 3×3 საკალათბურთო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.