LIVE: 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

LIVE: 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს.

3 ივნისიდან 7 ივნისამდე ტურნირს მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი მასპინძლობს.

ჩვენი მეტოქეები ჯგუფში მონღოლეთის, ბელარუსის, აშშ-ის და ლატვიის ნაკრები გუნდები არიან.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ღირსებას ლაშა მიქელაძე, ნიკა ნიკოლაიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი და ირაკლი სულხანიშვილი იცავენ.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე 2 მატჩი გამართა: ბელარუსთან ანგარიშით 21:16 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო აშშ-ის ნაკრებთან – 9:21 მარცხი განიცადა.

დღეს, 6 ივნისს,  ჩვენი ნაკრები  მონღოლეთსა და ლატვიას დაუპირისპირდება.

მონღოლეთი – საქართველო 14:30 საათი
საქართველო – ლატვია 16:10 საათი